ლატვია რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს აკრძალავს
30/01/2024 07:48:26 მსოფლიო
ლატვიის მმართველმა კოალიციამ რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია.
კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ შესაბამისი კანონპროექტის მომზადებას და დამტკიცებას თებერვალში აპირებენ.
რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის საკითხს ლატვიაში დიდი ხანია, განიხილავენ, მაგრამ აქამდე მმართველი კოალიცია თვლიდა, რომ ეს ევროკავშირის დონეზე ერთობლივი გადაწყვეტილებით უნდა მომხდარიყო, სხვა შემთხვევაში აკრძალვას აზრი არ ექნებოდა, რადგან რუსული მარცვლეული შეიძლება, კვლავ მოხვდეს ლატვიაში ევროკავშირის სხვა ქვეყნების გავლით.
ლატვიის პრეზიდენტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსული მარცვლეულის იმპორტის ცალმხრივ აკრძალვას.


