Accentnews.ge
რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი

რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი

30/01/2024 08:22:00 ეკონომიკა, საზოგადოება

2023 წელს საქართველოში 7.1 მლნ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.3%-ით მეტია. აქედან, საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 27.8 %-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 30.9%-ით მეტია.

რაც შეეხება ქვეყნებს, 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთის (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.

საქსტატის ცნობით, ვიზიტორების უმრავლესობა, 47.8% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას.

უწყების ცნობით, 2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი (52.3 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით, რასაც მოსდევს მეგობრების და ნათესავების მონახულება და ტრანზიტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S