უკრაინელები კიდევ ერთი რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან
30/01/2024 09:25:12 მსოფლიო
უკრაინელები კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან. საუბარია რუსულ გამანადგურებელზე – სუ-34-ზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერის ანდრეი კოვალევის ინფორმაციით, გამანადგურებელი "სამუდამოდ დაეშვა მიწაზე" ლუგანსკის რეგიონში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, გასული დღის განმავლობაში უკრაინაში ასევე განადგურდა მტრის 35 უპილოტო საფრენი აპარატი, 10 ტანკი, 29 ჯავშანტექნიკა, 31 საარტილერიო სისტემა, სამი საჰაერო თავდაცვის მანქანა, 42 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და სატანკო მანქანა და 5 ერთეული სპეცტექნიკა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ლიკვიდირებულია 960 რუსი სამხედრო.


