Accentnews.ge
ორბანმა დაადასტურა მზაობა, დათმობაზე წავიდეს უკრაინის დახმარების საკითხში

ორბანმა დაადასტურა მზაობა, დათმობაზე წავიდეს უკრაინის დახმარების საკითხში

30/01/2024 12:09:12 მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ თანაზმაა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან გაიცეს უკრაინისთვის ფინანსები, რიგი პირობით. კერძოდ, "თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას".

"ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კომპრომისული შეთავაზება: კარგი, არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო მივცეთ [უკრაინას], რაც ძალიან დიდი თანხაა. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წელი იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. უნგრეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდი ქვეყნის გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას. და ამ წლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორიც დღეს: ის უნდა იყოს ერთსულოვანი. სამწუხაროდ, ეს პოზიცია ზოგიერთი ქვეყანას ესმის ან ინტერპრეტირებს, როგორც ყოველწლიურად მათი შანტაჟის საშუალებას", - თქვა ორბანმა.

მანამდე ამ მზაობის შესახებ ორბანის მრჩეველმა ისაუბრა.

ევროკავშირის მომავალი სამიტი 1 თებერვალს უნდა გაიმართოს. Financial Times წერდა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა გადადგას ნაბიჯები უნგრეთის ეკონომიკის წინააღმდეგ, თუ ბუდაპეშტი გააგრძელებს უკრაინის გეგმიური დახმარების ბლოკირებას 1 თებერვალს ევროკავშირის სამიტზე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S