აშშ და საბერძნეთი Constellation-ის კლასის ფრეგატების ერთობლივ წარმოებას გეგმავენ
30/01/2024 12:16:17 მსოფლიო
საბერძნეთი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკული Constellation-ის კლასის ფრეგატების ერთობლივი წარმოების თაობაზე. ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ნიკოს დენდიასმა ისაუბრა.
მინისტრის თქმით, 16 იანვარს საბერძნეთის საზღვაო ფლოტმა მიიღო წერილი აშშ-ის საზღვაო ფლოტისაგან, რომელიც ადასტურებს ინტერესს შვიდი ახალი ფრეგატის ერთობლივი წარმოების მიმართ.
მანამდე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის ოფისმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა საბერძნეთისთვის 8.6 მილიარდი დოლარის ღირებულების F-35-ების მიყიდვა.


