აკოფიანი: სომხურ ტელეარხებზე რუსული კონტენტი პრაქტიკულად აღარ არსებობს

30-01-2024 18:23:51 კავკასია

სომხეთის საზოგადოებრივ არხზე რუსულენოვანი გადაცემების რაოდენობა ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ სომხეთის რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარემ ტიგრან აკოფიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენს ეთერში სომხურ ენაზე გადაცემების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ვიცით, რომ არსებობს პრეტენზია უცხოენოვან გადაცემებზე, განსაკუთრებით – რუსულზე. თუ დღეს ჩვენს ტელეარხებს მიადევნებთ თვალს, ნახავთ, რომ პრაქტიკულად აღარ არსებობს რუსული კონტენტი. ექვსი თუ შვიდი წლის წინ ყველა ფილმი, გადაცემა, ინტერვიუებიც კი, ეთერის 70% რუსულ ენაზე იყო. მიგვაჩნია, რომ გადაიდგა ნაბიჯები სომხეთის ენობრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები