Accentnews.ge
"ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ" – ნეთანიაჰუ მედიის ცნობებს პასუხობს "ჰამასთან" შეთანხმებაზე

"ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ" – ნეთანიაჰუ მედიის ცნობებს პასუხობს "ჰამასთან" შეთანხმებაზე

30/01/2024 14:49:10 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ ისრაელი „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას განიხილავს, რომელიც ცეცხლის გრძელვადიან შეწყვეტას და ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დატყვევებული პალესტინელი ბოევიკების გათავისუფლებასაც მოიცავს.

მან კვლავ გაიმეორა, რომ ამჟამად არ მიმდინარეობს მორიგი ოპერაცია და რომ "სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს" არ დათანხმდება არც თავად და არც ხალხი.

"ღაზას სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალებს არ გავიყვანთ და ათასობით ტერორისტს არ გავათავისუფლებთ",– თქვა ნეთანიაჰუმ.

წინა დღეს მედია წერდა, რომ ისრაელმა თანხმობა განაცხადა ჩარჩოზე, რომლის თანახმადაც ის ყოველი მძევლისთვის ასობით პალესტინელ ტყვეს გაათავისუფლებს. თავის მხრივ "ჰამასმა" განაცხადა, რომ მიიღო წინადადება და განიხილავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S