მონიტორინგის ჯგუფი: ბელარუსში ჩინეთიდან სავარაუდოდ, სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს
30/01/2024 15:29:31 მსოფლიო
იანვრის დასაწყისში, სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing 747 ოთხი დღის განმავლობაში ოთხჯერ გაფრინდა მინსკში ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან. ამის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი "Беларускі Гаюн | Belarusian Hajun project" „Belarusski Gayun“ იუწყება და ჩინეთის სატვირთო ავიაკომპანია Air China Cargo-ს მსგავს აქტივობას ატიპიურს უწოდებს.
ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს უწევს ბელარუსში სამხედრო ტექნიკის მოძრაობას, მათ შორის რუსულის, ვარაუდობს, რომ ურუმჩიდან ბელარუსში ხსენებული ფრენების დროს ჩინური სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს.
იუწყებიან, რომ აეროპორტში თვითმფრინავი გაჩერებული იყო არა სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ცენტრში, არამედ ტერიტორიაზე, რომელიც დაჯავშნილია სამთავრობო თვითმფრინავების მომსახურეობისთვის, მათ შორის იმ ხომალდების, რომელთაც ალექსანდრ ლუკაშენკო იყენებს.
"ტვირთმა, სავარაუდოდ, არ გაიარა საბაჟო შემოწმება და სასწრაფოდ დატოვა აეროპორტი, რათა დამატებითი ყურადღება არ მიეპყრო და არ ყოფილიყო ღია ცის ქვეშ ", - წერს ჯგუფი.
რა სახის სამხედრო ტექნიკაზე შეიძლება იყოს საუბარი, უცნობია.
ჯგუფი აღნიშნავს, რომ ბელარუსის არმიას აქვს ჩინური ჯავშანმანქანა, ხოლო ჩინური კომპონენტები გამოიყენება "პოლონეზ"–ის რაკეტების დასამზადებლად.


