უკრაინელმა სამხედროებმა ყირიმში რუსული სარადარო სადგურის განადგურების შესახებ განაცხადეს
30/01/2024 15:39:06 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა ყირიმში რუსული ჯარების სარადარო სადგურის განადგურების შესახებ განაცხადა.
იუწყებიან, რომ ეს სოფელ რაზდოლნოიეს მახლობლად მოხდა.
არსებული ცნობებით, სოფელ რაზდოლნოიეში განთავსებულია რუსული სამხედრო ნაწილი 85683-r. რაიონის რუსული ადმინისტრაციის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ანექსიის შემდეგ სოფელში რადიოტექნიკური ჯარების ქვედანაყოფი განლაგდა. ამ ტიპის ჯარების თანამშრომლების მთავარი ამოცანა საჰაერო დაზვერვის განხორციელებაა.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმზე ღამის დრონით თავდასხმის შესახებ განაცხადა. მათი მტკიცებით, ნახევარკუნძულზე 11 დრონი ჩამოაგდეს.


