Accentnews.ge
ტუსკი: ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა, სერიოზული გამოცდა ელის

ტუსკი: ორბანი ბრძოლის ველზე მარტო დარჩა, სერიოზული გამოცდა ელის

30/01/2024 19:12:37 მსოფლიო

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 30 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ხისტად გააკრიტიკა უნგრელი კოლეგა ვიქტორ ორბანის უკრაინის დახმარების თაობაზე მისი პოზიციის გამო.

ტუსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, „ევროპაში ბევრი რამ შეიცვალა“: „ვიქტორ ორბანი მარტო დარჩა ბრძოლის ველზე, ის ასე აშკარად ანტიუკრაინული განწყობის ერთადერთი პოლიტიკოსია“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ევროპელი ლიდერები მყარნი არიან გადაწყვეტილებაში, მხარი დაუჭირონ უკრაინას.

"ეჭვგარეშეა, ვიქტორ ორბანს ძალიან სერიოზული გამოცდა ელის. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ამა თუ იმ გზით ვიპოვით რაიმე სახის გამოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად - ორბანთან ერთად ან მის გარეშე", - თქვა ტუსკმა და დასძინა, "მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ყველანი უკეთ ვიგრძნობდით თავს, თუ შენარჩუნებული იქნებოდა ევროპის ერთიანობა ამ საკითხზე. და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ".

მანამდე უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ თანახმაა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან გაიცეს უკრაინისთვის ფინანსები, რიგი პირობით. კერძოდ, "თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას".

"ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კომპრომისული შეთავაზება: კარგი, არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო მივცეთ [უკრაინას], რაც ძალიან დიდი თანხაა. ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წელი იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. უნგრეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ოცდაშვიდი ქვეყნის გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას. და ამ წლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორიც დღეს: ის უნდა იყოს ერთსულოვანი. სამწუხაროდ, ეს პოზიცია ზოგიერთი ქვეყანას ესმის ან ინტერპრეტირებს, როგორც ყოველწლიურად მათი შანტაჟის საშუალებას", - თქვა ორბანმა.

ევროკავშირის მომავალი სამიტი 1 თებერვალს უნდა გაიმართოს. Financial Times წერდა, რომ ევროკავშირმა შესაძლოა გადადგას ნაბიჯები უნგრეთის ეკონომიკის წინააღმდეგ, თუ ბუდაპეშტი გააგრძელებს უკრაინის გეგმიური დახმარების ბლოკირებას 1 თებერვალს ევროკავშირის სამიტზე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S