Politico: აშშ-ის ახალი უფრო შორი მოქმედების ბომბი უკრაინაში სავარაუდოდ, ოთხშაბათს ჩავა
30/01/2024 19:33:08 მსოფლიო
Politico ოთხ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პენტაგონმა წარმატებით გამოსცადა ახალი მაღალი სიზუსტის გრძელ მანძილზე მოქმედების ბომბი GLSDB, რომელიც უკრაინაში შეიძლება , ოთხშაბათს, 31 იანვარს ჩავიდეს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა Politico-ს, რომ GLSDB იქნება „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა უკრაინისთვის“ და შესაძლებლობას მისცემს, დარტყმები განახორციელოს რუსული ძალებს ზურგის სიღრმეში.
შეერთებულმა შტატებმა ამ მართვადი ბომბების მიწოდების შესახებ 2023 წლის თებერვალში გამოაცხადა. მაგრამ ვინაიდან ეს ახალი იარაღია, რომელიც აშშ–ის არმიის შეიარაღებაშიც არ არის ჯერ, გამოცდა უნდა გაევლო. ამიტომ, GLSDB-ის მიწოდების ვადა საბოლოოდ გადაიდო 2024 წლის დასაწყისისთვის.
GLSDB–ს შეუძლია გადალახოს ელექტრონული დაბრკოლებები, გამოიყენება ნებისმიერი ამინდის პირობებში. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ.
როგორც განმარტავენ, GLSDB–მა საშუალება უნდა მისცეს უკრაინელ სამხედროებს, დაარტყან სამიზნეებს ორჯერ შორი მანძილიდან, ვიდრე ის ამჟამად ისვრის რაკეტებს აშშ-ის მიერ მიწოდებული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებიდან (HIMARS) და აიძულოს რუსეთი, ფრონტის ხაზებიდან კიდევ უფრო შორს გადაიტანოს ლოგისტიკა.
გასული წლის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-დან მიიღო ATACMS-ის შორი მოქმედების რაკეტების მცირე პარტია.


