საფრანგეთში თურქეთიდან ჩატანილი კონტრაბანდული იარაღის პარტია დააკავეს
30/01/2024 19:49:05 მსოფლიო
საფრანგეთში კონტრაბანდული იარაღის ტვირთი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ პარიზის გარეუბანში გადაჰქონდათ. წერს Le Figaro პროკურატურაზე დაყრდნობით.
ირკვევა, რომ ტვირთი დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღით, ჯერ კიდევ 22 იანვარს ქალაქ მონლუსონთან აღმოაჩინეს. ავტომანქანაში ირი პირი იმყოფებოდა. ორივე მაღგანი დააკავეს. მოგვიანებით კიდევ ერთი პირი აიყვანეს პარიზის გარეუბანში. დაკავებულთაგან ორი მამაკაცი და ერთი ქალია. ისინი თურქეთისა და საფრანგეთის მოქალაქეები არიან.
ამოღებულია 50-მდე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და „ათასობით ევრო" ნაღდი ფულის სახით.
გამოძიება ვარაუდობს, რომ კონტრაბანდული იარაღი თურქეთიდან კრიმინალური ჯგუფებისთვის ჩაიტანეს პარიზში. ამოღებულ ნიმუშებში შეამჩნიეს გარკვეული მოდიფიკაციები, რაც მიუთითებს მათ "მიწისქვეშა ქსელიდან" წარმოშობაზე.


