ბულგარეთი ტერორიზმის ბრალდებით ექვს რუსს ეძებს
30/01/2024 20:06:54 მსოფლიო
30 იანვარს სოფიას პროკურატურამ გამოაცხადა რუსეთის ექვსი მოქალაქის შესახებ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს ბულგარეთში 2011-2020 წლებში იარაღის საწყობებსა და იარაღის ქარხნებში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებული ტერორისტული აქტების ჩადენაში. მათზე ძებნა გამოცხადდა.
ბულგარეთის პროკურატურის შეტყობინებაში არ არის მითითებული ძებნილი რუსების ვინაობა, თუმცა განმარტავენ, რომ მათ აკავშირებენ 2011 წელს ბულგარელი ბიზნესმენის ემილიან გებრევის საწყობებში მომხდარ აფეთქებებთან, 2015 წელს VSW –ს ქარხანაში მომხდარ ორ აფეთქებასთან და "არსენალის" ქარხანაში 2020 წელს მომხდარ აფეთქებასთან.
ეს ეპიზოდები გაერთიანდა ერთ გამოძიებაში, რომელიც გაგრძელდა 2021 წლის აპრილიდან და მის შესახებ საჯაროდ არ იუწყებოდნენ. ასევე ვარაუდობენ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ძებნილთა სიაში ცოტა უფრო ადრე შეიყვანეს.
პროკურატურის შეტყობინებიდან ასევე ირკვევა, რომ იარაღის საცავებში მომხდარი აფეთქებების საქმეში იძიებენ ბულგარეთის მოქალაქეების მონაწილეობას, მანამდე კი საუბარი იყო მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ჯაშუშებზე.


