Accentnews.ge
გერმანული ბაზიდან ავიაგამანადგურებლები გაგზავნეს NATO–ს საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის აღმოჩენის გამო

გერმანული ბაზიდან ავიაგამანადგურებლები გაგზავნეს NATO–ს საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის აღმოჩენის გამო

31/01/2024 06:53:06 მსოფლიო

გერმანიის საჰაერო ძალების სარდლობამ ქალაქ ლააგეს სამხედრო ბაზიდან ავიაგამანადგურებლები გაგზავნა ბალტიის ზღვაში მდებარე მჭიდროს დასახლებულ კუნძულ რიუგენის მახლობლად საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუსეთის სამხედრო მზვერავი თვითმფრინავის – Ил-20М–ის აღმოჩენის გამო.

როგორც იუწყებიან, გარკვეული დროის განმავლობაში რუსული თვითმფრინავი გერმანული ავიაგამანადგურებლების თანხლებით მოძრაობდა, შემდეგ კურსი აღმოსავლეთისკენ შეცვალა.

გერმანიის საჰაერო ძალების მიერ 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი საიდენტიფიკაციო სიგნალის გარეშე დაფრინავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ შემთხვევის შესახებ არაფერი უთქვამს.

ნატოს მონაცემებით, 2023 წელს 300-ზე მეტი შემთხვევა იყო, როცა ევროპაში ალიანსის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებს დასჭირდათ აფრენა ალიანსის საჰაერო სივრცესთან რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიახლოების გამო. შემთხვევების უმეტესობა ბალტიის ზღვის რეგიონში მოხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S