Accentnews.ge
უკრაინელი სამხედროები ხუთ რეგიონში რუსების 14 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

უკრაინელი სამხედროები ხუთ რეგიონში რუსების 14 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან

31/01/2024 07:08:23 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 20 დრონიდან 14 ჩამოაგდეს ხუთ რეგიონში.

„უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის ძალების ძალისხმევითა და თანამშრომლობით, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ხარკოვის ოლქებში მტრის 14 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ Shahed-136/131 ტიპის 20 დრონი და „ისკანდერ-მ“-ის 3 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S