
სპეცოპერაცია „ალტ -ნფოს“ წევრის სახლში - ბექა ვარდოსანიძე სავარაუდოდ, დაკავებულია
31/01/2024 07:26:20 სამართალი
პრორუსული რადიკალური ჯგუფის „ალტ–ინფოს“ წევრი ბექა ვარდოსანიძე სავარაუდოდ, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია და ვარდოსანიძის ხელბორკილით გადაყვანს კადრები „ტვ პირველმა“ გაავრცელა.
კადრებში ასევე ჩანს, რომ ვარდოსანიძის სახლთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული და გადაჰქონდათ ჩხრეკისას ამოღებული ნივთები.
როგორც ადვოკატმა უთხრა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, სასამართლოს დადგენილებაში მითითებულია სსკ–ის 331–ე მული, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
„ამ მუხლის გამოყენებით, არა მხოლოდ ბექა ვარდოსანიძის, მთლიანად ოჯახიდან იქნა ამოღებული ელექტროტექნიკა“,– თქვა ადვოკატმა.