Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი წითელ ზღვაში ავიამზიდს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთი წითელ ზღვაში ავიამზიდს გაგზავნის

31/01/2024 08:02:22 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი წითელ ზღვაში ავიამზიდის გასაგზავნად მზად არის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა.

„ამერიკული ავიამზიდი USS Dwight D. Eisenhower იქ სამუდამოდ ვერ დარჩება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ავიამზიდის გავლენა შევინარჩუნოთ. ჩვენ ამ შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ამერიკელებთან მუშაობა შეგვიძლია“, - თქვა მინისტრმა.

დიდ ბრიტანეთის საზღვაო ძალების შემადგენლობაში ამჟამად ორი მოქმედი ავიამზიდი HMS Prince of Wales და HMS Queen Elizabeth შედის.

შეგახსენებთ, რომ ისრაელ–"ჰამასის" ომის დაწყების შემდეგ წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების მხრიდან ხომალდებზე თავდასხმები გახშირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S