Accentnews.ge
ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული კიდევ ერთი პირი დააჯარიმა მოსამართლემ 2000 ლარით

ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული კიდევ ერთი პირი დააჯარიმა მოსამართლემ 2000 ლარით

31/01/2024 08:25:59 სამართალი, საზოგადოება

თბილისში, კეკელიძის #1–დან ოჯახის გამოსახლებისას დაკავებული კიდევ ერთი პირი, ბესიკ ჩაკვეტაძე დააჯარიმა სასამართლომ 2 ათასი ლარით.

"ამ დილით, კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების დროს დაკავებული ჩვენი წევრი, ბესიკ ჩაკვეტაძე სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება, რომელსაც თან არ ახლდა არანაირი მტკიცებულება, უსამართლოა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ როგორ გამოიყენება ადმინისტრაციული დაპატიმრება, როგორც სადამსჯელო მექანიზმი”, - ამბობს ანა დოლიძე.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლემ კეკელიძეზე დაკაცებული ჟურნალისტიც დააჯარიმა 2 000 ლარით.

აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. იმ დღეს 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 2 სისხლის სამართლის წესით, დანარჩენები – ადმინისტრაციული მუხლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S