ვიქტორია ნულანდი კიევში იმყოფება
31/01/2024 11:05:03 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი კიევში ჩავიდა.
როგორც უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ვეტერანებს შეხვდება, რათა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტუროს.
მანამდე უკრაინაში ამერიკელი ინსპექტორები ჩავიდნენ უკრაინისთვის აშშ-ის მიერ მიწოდებული დახმარების შესასწავლად.


