ზელენსკი: ვზრდით წარმოებას, შორ დისტანციაზე მოქმედი დრონები ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
31/01/2024 12:00:46 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროში შეხვედრებისა და დრონებისა და საბრძოლო მასალის წარმოებაზე მუშაობის შედეგების განხილვის თაობაზე იუწყება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი შორ მანძილზე მოქმედი დრონების წარმოებაა.
"ჩვენ ვზრდით წარმოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ვამატებთ ახალ პოზიციებს, გრძელდება ახალი ტიპის იარაღის განვითარება. დრონების, ჭურვების, აღჭურვილობის შიდა წარმოება ფაქტობრივად ჩვენი თავისუფლების წარმოეება, უკრაინელებისა და უკრაინის. ასეთ პირობებში, სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ძალა არის თავისუფლების საფუძველი.
და მე მადლობელი ვარ ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ყველა მუშაკის, ყველა ქალის, რომლებიც უზრუნველყოფენ ამას - უზრუნველყოფენ უკრაინის ძლიერებას - თავიანთი შრომით თავდაცვისთვის. მადლობას ვუხდი ყველას! სხვათა შორის, დღეს მინისტრმა ცალკე ისაუბრა შორ დისტანციაზე მოქმედი დრონების წარმოების შესახებ - ეს არის თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის მაშველებს, პოლიციელებს, ექიმებს და მოხალისეებს.


