Accentnews.ge
ჩინეთმა „თალიბანთან“ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

ჩინეთმა „თალიბანთან“ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

31/01/2024 12:16:07 მსოფლიო

ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა მოძრაობა "თალიბანთან", რომელმაც ხელთ იგდო ძალაუფლება ავღანეთში. ამას ადასტურებს სააგენტო Xinhua-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ეს "თალიბანის" მთავრობის პირველი აღიარებაა დიდი ქვეყნის მიერ.

როგორც იუწყებიან, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სახლში მიიღო რწმუნებათა სიგელები, რომლებიც მას 42 ქვეყნის ახალმა ელჩებმა წარუდგინეს. მათ შორის იყო "თალიბანის" მთავრობის ელჩი ასადულა ბილალ კარიმი.

„ჩინეთმა გაიგო ის, რაც ვერ გაიგო დანარჩენმა მსოფლიომ“, - თქვა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა, "თალიბანის" მთავარმა წარმომადგენელმა, სამშაბათს X-ზე გამართულ ღონისძიებაზე და მოუწოდა რუსეთს, ირანს და სხვა ქვეყნებს, გადადგან მსგავსი ნაბიჯები.

ცერემონიის შემდეგ სი ძინპინმა ელჩებისადმი მიმართვისას თქვა, რომ ჩინეთი მზადაა, გააფართოვოს მეგობრობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა სხვა ქვეყნების ხალხებთან თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S