Accentnews.ge
რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეთა მასშტაბური გაცვლა შედგა

რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეთა მასშტაბური გაცვლა შედგა

31/01/2024 12:53:53 მსოფლიო

31 იანვარს უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. ამის შესახებ მხარეები იუწყებიან.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ შინ რუსეთის ტყვეობიდან 207 უკრაინელი დაბრუნდა.

"ჩვენები სახლში არიან. 207 ბიჭი. ჩვენებს ვიბრუნებთ მიუხედავად ყველაფრისა. ჩვენ გვახსოვს ყველა ტყვე. ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ყველა უნდა დააბრუნონ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - წერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთს 195 სამხედრო ტყვე გადაეცა.

როგორც ცნობილია, 24 იანვარს იგეგმებოდა ტყვეების გაცვლა, თუმცა რუსეთში სამხედრო სატვირთო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ, ის არ შედგა. რუსეთი ამტკიცებდა, რომ ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც ბელგოროდში გადაჰყავდათ გაცვლის მიზნით. რუსული ვერსიის დამადასტურებელი სარწმუნო ცნობები ამ დრომდე არ არსებობს.

ბოლოს ტყვეების გაცვლის შესახებ ცნობილი იანვრის დასაწყისში გახდა. ეს იყო გასული წლის აგვისტოს შემდეგ პირვები და ყველაზე მასშტაბური გაცვლა მეომარ მხარეებს შორის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ტყვეობიდან 248 რუსი სამხედრო დაიბრუნა, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტყვეობიდან 230 უკრაინელი სამხედროს მოსამსახურის დაბრუნებაზე ისაუბრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S