Accentnews.ge
ვერტმფრენები, ჯავშანტექნიკა, რაკეტები – გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

ვერტმფრენები, ჯავშანტექნიკა, რაკეტები – გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

31/01/2024 20:26:46 მსოფლიო

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. მასში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები, ყველგანმავალი მანქანები და ჯავშანტექნიკა.

კერძოდ, პაკეტი მოიცავს:

  • 24 ჯავშანტრანსპორტიორს;
  • 4 Bandvagn 206–ის მანქანას;
  • რაკეტები IRIS-T SLS საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის;
  • 1 BIBER ხიდის დამგები მანქანა სათადარიგო ნაწილებით;
  • 3 გამნაღმველი ტანკი WISENT 1;
  • 4 სპეციალური მოწყობილობა ტანკებისთვის განსანაღმად;
  • ათასზე მეტი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა;
  • Satcom ვიდეო თვალთვალის სისტემა;
  • სასაზღვრო სამსახურისთვის 4 მანქანა;
  • 450 მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი;
  • 194 ათასი ინდივიდუალური მშრალი რაციონი.

გერმანიის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს ექვს ერთეულ Sea King Mk41 მრავალფუნქციურ შვეულმფრენს სათადარიგო ნაწილებით.

ბერლინი დასძენს, რომ უსაფრთხოების მიზეზების გამო, მთავრობა თავს იკავებს ამ აღჭურვილობის ტრანსპორტირებისა და გადაცემის დეტალების დაზუსტებისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S