Accentnews.ge
რუსეთში "ფეიკებისთვის" ქონებას ჩამოართმევენ

რუსეთში "ფეიკებისთვის" ქონებას ჩამოართმევენ

31/01/2024 13:56:59 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე წაკითხვით ერთხმად მიიღო კანონპროექტი მათ შორის რუსეთის არმიაზე „ფეიკებისთვის“ გასამართლებულთა ქონების კონფისკაციის შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით, ქონების ჩამორთმევას დაექვემდებარება ასევე დეზერტირობა, ბრძანების შეუსრულებლობა და არასასურველ ორგანიზაციაში მონაწილეობა.

კანონპროექტი ფედერაციის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, შემდეგ პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი.

რუსეთში "ფეიკად" მიიჩნევენ უკრაინაში ომის შესახებ ნებისმიერ ცნობას, რომლებიც თანხვედრაში არ მოდის რუსულ ოფიციალურ ვერსიასთან. ამ მუხლით დევნას დაექვემდებარა ომის მოწინააღმდეგე არაერთი პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S