Accentnews.ge
იუსოვმა თქვა, რომ დაბრუნებულ ტყვეებს შორის არ არიან ისეთი, რომელთა გაცვლაც ილ-76-ის ჩამოვარდნის გამო ჩაიშალა

იუსოვმა თქვა, რომ დაბრუნებულ ტყვეებს შორის არ არიან ისეთი, რომელთა გაცვლაც ილ-76-ის ჩამოვარდნის გამო ჩაიშალა

31/01/2024 17:19:05 მსოფლიო

რუსული ტყვეობიდან დღეს გათავისუფლებულ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს შორის არ არიან ის ადამიანები, რომელთა გაცვლაც 24 იანვარს, ილ-76–ის ჩამოვარდნის დღეს იგეგმებოდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინელი ტყვეები ავიაკატასტროფისას დაიღუპნენ. თუმცა ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით ჯერ არ დადასტურებულა.

უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ტყვეობიდან გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 95 მებრძოლი, 56 ეროვნული გვარდიელი, 26 მესაზღვრე, 29 ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცი და ერთი პოლიციელი.

საკოორდინაციო შტაბმა ასევე განმარტა, რომ გათავისუფლებულ სამხედროებს შორის არიან მარიუპოლის, ხერსონის დამცველები, ჯარისკაცები ზმეინის კუნძულიდან, საზღვაო ქვეითები და სამხედრო მედიკოსები.

„სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულია 3035 მცველი. ჩვენ მადლობას ვუხდით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ამ გაცვლის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისა და წვლილისთვის“, - წერს დეპარტამენტი.

დღეს რუსული ტყვეობიდან დაბრუნდა 207 უკრაინელი სამხედრო ტყვე. რუსეთს 195 სამხედრო ტყვე გადასცეს. ეს პირველი გაცვლაა რუსული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ.

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ეთერში განაცხადა, რომ მისი აზრით, ტყვეების გაცვლა „უახლოეს მომავალში მოხდებოდა“ მიუხედავად იმისა, რომ ილ-76–ის ჩამოვარდნის შესახებ ცნობებისთანავე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა განაცხადა, რომ ახლა "გაცვლაზე საუბარი ზედმეტია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S