
იაპონიაში შეიარაღებულმა მამაკაცმა 2 პირი მოკლა, 15 მოსწავლე კი დაჭრა
28/05/2019 07:05:16 სხვა, მსოფლიო
იაპონიაში შეიარაღებულმა მამაკაცმა 2 პირი მოკლა, 15 მოსწავლე კი დაჭრა, – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, ინციდენტი ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. დაღუპულთაგან ერთი 12 წლის გოგონაა, მეორე კი 39 წლის მამაკაცი. ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელმა ჭრილობები მიიყენა, რის შედეგადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
თავდასხმის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია.