რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა მარიუპოლის დამცველი, რომლის ოჯახიც დნეპრის დაბომბვის დროს დაიღუპა
31/01/2024 17:57:07 მსოფლიო
31 იანვარს რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ 207 უკრაინელ სამხედროს შორის არის მარიუპოლის დამცველი, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი ზახარი, რომელმაც ორი კვირის წინ ოჯახი დაკარგა დნეპერზე რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის გამო. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით.
იუწყებიან, რომ სამხედრო 2022 წლის მაისში მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუაციის შემდეგ იმყოფებოდა ტყვეობაში მეუღლე ტატიანასთან ერთად. ქალი სამშობლოში ნახევარწლიანი ტყვეობის შემდეგ დაბრუნდა ტყვეთა გაცვლის ფარგლებში და ორ ორ ქალიშვილთან ერთად დასახლდა დნეპერში.
"14 იანვარს რუსულმა ძალებმა რაკეტა ესროლეს მაღალსართულიან კორპუსს, სადაც ოჯახი ცხოვრობდა. უკრაინის დამცველი ნანგრევების ქვეშ დაიღუპა უმცროს ქალიშვილთან და დედამთილთან ერთად." – ყვებიან საკოორდინაციო შტაბში და დასძინეს, რომ მამის დაბრუნებას უფროსი ქალიშვილი,19 წლის რუსლანა ელოდა.
უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ტყვეობიდან გაათავისუფლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 95 მებრძოლი, 56 ეროვნული გვარდიელი, 26 მესაზღვრე, 29 ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცი და ერთი პოლიციელი.
საკოორდინაციო შტაბმა ასევე განმარტა, რომ გათავისუფლებულ სამხედროებს შორის არიან მარიუპოლის, ხერსონის დამცველები, ჯარისკაცები ზმეინის კუნძულიდან, საზღვაო ქვეითები და სამხედრო მედიკოსები.
„სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულია 3035 მცველი. ჩვენ მადლობას ვუხდით არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ამ გაცვლის ორგანიზებაში გაწეული დახმარებისა და წვლილისთვის“, - წერს დეპარტამენტი.


