ნულანდი: პუტინს 2024 წელს "სასიამოვნო სიურპრიზები" ექნება ბრძოლის ველზე
01/02/2024 05:21:18 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ პუტინს 2024 წელს "სასიამოვნო სიურპრიზები" ექნება ბრძოლის ველზე. ამის შესახებ მან კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ბატონ პუტინს ბრძოლის ველზე სასიამოვნო სიურპრიზები ექნება, ხოლო უკრაინას – დამაჯერებელი მიღწევები", – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, კონგრესი უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტს მხარს დაუჭერს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კიევს 31 იანვარს ეწვია. მან შეხვედრები გამართა უკრაინის მთავრობის წევრებთან.


