
აშშ-მა იემენში განთავსებულ დრონის სახმელეთო კონტროლის სადგურსა და უპილოტო საფრენ აპარატებზე იერიში მიიტანა
01/02/2024 05:51:45 მსოფლიო
აშშ-მა იემენში განთავსებულ დრონის სახმელეთო კონტროლის სადგურსა და უპილოტო საფრენ აპარატებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობა ავრცელებს.
მისი ცნობით, დრონებს გასაშვებად ამზადებდნენ და დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა.
შეგახსენებთ, ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტებმა, რომლებიც იემენის ნაწილს აკონტროლებენ, ბოლო კვირების განმავლობაში წითელ ზღვასა და ადენის ყურეში სავაჭრო გემებზე თავდასხმების ტალღა განახორციელეს, რაც, მათი თქმით, არის პასუხი ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციებზე.