აშშ–ისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა, მათ შორის უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს
01/02/2024 06:19:13 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ბრიტანელ კოლეგა გრანტ შაპსს ვაშინგტონში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პენტაგონის ცნობით, მხარეებმა, მათ შორის უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.
მისი ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა და გრანტ შაპსმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.
„მინისტრმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა კოლეგა გრანტ შაპსს გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის კოალიციის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია ჰუსიტების შემდგომი აგრესიის აცილებისა და საზღვაო და საერთაშორისო გემების დაცვისკენ“, - აღნიშნულია პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


