Accentnews.ge
პროკურატურა: სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

პროკურატურა: სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

01/02/2024 06:31:45 სამართალი

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ სცნო.

ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით და 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზაღვრათ.

უწყების ცნობით, დაზარალებული ვითომ სამუშაოდ, მოტყუებით გაუშვეს ირანში, სადაც მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს გადაადგილება, კომუნიკაცია ოჯახთან, ასევე, დაზარალებულზე მუდმივად ძალადობდნენ.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილში ბრალდებულებმა დაზარალებული ვითომდა სამუშაოდ, მოტყუებით გაამგზავრეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და გადასცეს პირს, რომელთანაც სოლიდური ფინანსური ვალდებულება გააჩნდათ.

დაზარალებული საზღვარგარეთ მონობის თანამედროვე პირობებში აღმოჩნდა. კერძოდ, მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს თავისუფალი გადაადგილება და კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, აკონტროლებდნენ და მასზე მუდმივად ძალადობდნენ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით) წარედგინათ", – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S