Accentnews.ge
სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა

სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა

01/02/2024 06:55:08 მსოფლიო

სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა.

„სომხეთში 1 თებერვალს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანება სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, მის მიწაზე სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები აღკვეთოს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში იეგიშე კიროკოსიანმა.

როგორც დასავლური მედია წერს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ეს ნაბიჯი იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთს შეუძლია, დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, თუ იგი ქვეყანაში ჩავა.

რუსეთი მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთს რომის სტატუტთან შეერთების სურვილის გამო და ამ გადაწყვეტილებას "არამეგობრული აქტი" უწოდა. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთის ქმედებები მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული არ იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S