Accentnews.ge
კახა კალაძე: მადლობას ვუხდი შს მინისტრს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში თანადგომისთვის

კახა კალაძე: მადლობას ვუხდი შს მინისტრს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში თანადგომისთვის

01/02/2024 07:10:58 პოლიტიკა, რეკლამა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს და მის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

"კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და მის თანამშრომლებს.

კალაძის თქმით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რეაბილიტაციის დროს მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ", – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო საპატრულო პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან თანამშრომლობდნენ. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ შეზღუდვები და პრობლემა რაც იყო აქ გადაადგილების თვალსაზრისით, მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე, კახა კალაძემ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა ყველა კომპანიას და მათ თანამშრომლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S