Accentnews.ge
ჯორჯია მელონი ემანუელ მაკრონი ევროკავშირის სამიტის წინ ვიქტორ ორბანს შეხვდნენ

ჯორჯია მელონი ემანუელ მაკრონი ევროკავშირის სამიტის წინ ვიქტორ ორბანს შეხვდნენ

01/02/2024 08:19:28 მსოფლიო

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირის სამიტის წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტ ვიქტორ ორბანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრეს–სამსახურის ხელმძღვანელი ბერტალან ჰავასი ავრცელებს.

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის სპეციალური სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავენ.

გასულ კვირაში ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ბუდაპეშტმა ევროკავშირს კომპრომისული შეთანხმება გაუგზავნა.

როგორც Reuters იუწყება, ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან, ორბანი, უკრაინას სტაბილური დაფინანსების შეთავაზების გეგმას შეუერთდეს, მაგრამ ისინი ასევე მზად არიან, მიაწოდონ ფული კიევს უნგრეთის გარეშე, თუ მათი არგუმენტები არ იქნება გაზიარებული ბუდაპეშტის მიერ.

აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს უკრაინის 2024-2027 წლების საჭიროებების დაფარვის ხელშეწყობას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, 33 მილიარდი ევროს ოდენობის სესხებითა და 17 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტებით.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირი უკრაინას დახმარებას რუსეთის შეჭრის შემდეგ უწევს, მაგრამ ეს დღემდე ხდებოდა სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით, რომლებიც ყოველწლიურად საჭიროებს ეროვნულ დამტკიცებას და უფრო ძვირი და რთულია, ვიდრე ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S