Accentnews.ge
მერია: წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება

მერია: წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება

01/02/2024 08:22:00 საზოგადოება, რეკლამა

თბილისის მერიის ცნობით, აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება იცვლება.

  • კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით.
  • გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით.
  • გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზე და გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ცალმხრივად. კერძოდ, ავტომობილები იმოძრავებენ თევდორე მღვდლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S