Accentnews.ge
კულება: ევროკავშირის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი „დაღლილობაზე“ მცდარია

კულება: ევროკავშირის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი „დაღლილობაზე“ მცდარია

01/02/2024 12:57:29 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის დღევანდელი შეთანხმება კიევისთვის 50 მილიარდ ევროზე ისტორიული მასშტაბის ნაბიჯია.

„ეს ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი „დაღლილობაზე“ ან „მხარდაჭერის შემცირებაზე“ უბრალოდ მცდარია“, - წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

ბრიუსელში დღეს გამართულ საგანგებო სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიეს და უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის გამოყოფაზე თანხმობა ერთსულოვნად განაცხადეს.

შეთანხმება მიღწეული იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.

ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ვეტო დეკემბერში დაადო.

საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი, 33 მილიარდი კი კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S