Accentnews.ge
დონალდ ტუსკი: "ბრიუსელი ორბანისგან დაიღალა“

დონალდ ტუსკი: "ბრიუსელი ორბანისგან დაიღალა“

01/02/2024 14:00:04 მსოფლიო

უკრაინისათვის ფინანსური დახმარების დაბრკოლების გამო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი გააკრიტიკა.

მისი თქმით, "ბრიუსელი ორბანისგან დაიღალა“.

"ორბანმა უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა უნგრეთი ჩვენი გაერთიანების ნაწილი. ეს არის ვიქტორ ორბანის ძალიან უცნაური და ძალიან ეგოისტური თამაში და აქ არ არის ჩვენს პრინციპებთან და კანონის უზენაესობასთან კომპრომისის ადგილი. ნამდვილად არ არის უკრაინის საკითხში კომპრომისის ადგილი“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, სადაც დღეს გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

შეთანხმება მიღწეული იქნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის შემდეგ.

ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ვეტო დეკემბერში დაადო.

საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი, 33 მილიარდი კი კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S