
მედია: აშშ-მა სირიასა და ერაყში დარტყმების შესახებ გეგმა დაამტკიცა
01/02/2024 16:06:22 მსოფლიო
აშშ-მა სირიასა და ერაყში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე დარტყმების შესახებ გეგმა დაამტკიცა, – იუწყება CBS News ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
როგორც ოფიციალური პირები აღნიშნავენ, დარტყმები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მათი დაწყება ამინდზეა დამოკიდებული.
CBS News–ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება შეერთებულმა შტატებმა მას შემდეგ მიიღო, რაც, იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაშავდა.
აშშ-მათავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დაადანაშაულა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა. ირანმა ბრალდება უარყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა კი ისლამისტურმა დაჯგუფებამ აიღო.