Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემდეგ საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ რუსული თვითმფრინავი, რომლის ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინელებმა ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემდეგ საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ რუსული თვითმფრინავი, რომლის ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინელებმა ჩამოაგდეს

01/02/2024 17:07:30 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემდეგ ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ რუსული თვითმფრინავი, რომლის ბორტზე, მათ შორის უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

"ბელგოროდის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკულ კომპლექს „პეტრიოტიდან“ გაშვებული MIM-104A-ს კლასის რაკეტით რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოაგდეს", - იტყობინება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.

რუსეთის ბელგოროდის რეგიონში ჩამოვარდნილი ილ - 76-ის ავარიის საქმეს რუსეთი ტერაქტის მუხლით იძიებს.

24 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ილ-76 ჩამოვარდა. უწყების ინფორმაციით, მის ბორტზე იმყოფებოდა 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თვითმფრინავს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ესროლეს.

უკრაინა ბრალდებას უარყოფს და ავიაკატასტროფის საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S