Accentnews.ge
ბლინკენი ისრაელს ეწვევა

ბლინკენი ისრაელს ეწვევა

01/02/2024 18:43:52 მსოფლიო

4 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა, – იუწყება ებრაული მედია ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნიბით.

მისი ცნობით, მოსალოდნელია, რომ ვიზიტი შეეხება, მათ შორის ისრაელსა და "ჰამასს" შორის მძევლების შეთანხმებისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების საკითხებს.

მედიის ინფორმაციით, ისრაელში კვირას თეთრი სახლის უფროსი წარმომადგენელი ამოს ჰოხშტეინიც იქნება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი წარმომადგენელია ისრაელ-ლიბანის საკითხებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S