Accentnews.ge
ზალუჟნი რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წლის სამ ძირითად მიზანს ასახელებს

ზალუჟნი რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წლის სამ ძირითად მიზანს ასახელებს

02/02/2024 05:24:15 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, რომლის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ძირითადი ამოცანები დაასახელა. ამის შესახებ იგი სტატიაში საუბრობს, რომელიც ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა გამოაქვეყნა.

„ომის დიზაინი შეიცვალა“, - წერს უკრაინელი გენერალი. ვალერი ზალუჟნის თქმით, გამარჯვება უნიკალურ ლოგიკას მისდევს და უნიკალური სტრატეგია სჭირდება.

გენერალი ზალუჟნი მიიჩნევს, რომ 2024 წელს ძირითადი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სამი სფეროსკენ:

  • "მაღალტექნოლოგიური საშუალებებით უკრაინის შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფის სისტემის შექმნისკენ;
  • საბრძოლო მოქმედებების მომზადებისა და წარმოების ახალი ფილოსოფიის დანერგვისკენ;
  • რაც შეიძლება სწრაფად ახალი საბრძოლო შესაძლებლობების ათვისებისკენ"

მაღალტექნოლოგიური საშუალებების აუცილებლობაზე საუბრისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს უპილოტო საფრენი აპარატების სისტემის განვითარებაზე. ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ეს სისტემა სხვა თანამედროვე იარაღთან ერთად უკრაინაისთვის საუკეთესო საშუალებაა არამომგებიანი პოზიციური საბრძოლო მოქმედებებიდან გამოსასვლელად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S