ბაიდენი: უკრაინელი ხალხი წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ, უნდა დავეხმაროთ მათ
02/02/2024 05:29:20 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ.
"უკრაინელი ხალხი წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ, უნდა დავეხმაროთ მათ. ამერიკის შეერთებული შტატები რუსული აგრესიის ფონზე უკრაინელი ხალხის მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუშაობს და ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს კიევის მხარდაჭერა", – განაცხადა.ბაიდენმა.
ცნობისთვის: აშშ–ის კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს ითხოვს.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს. მედიის ცნობით, ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტის მისაღებად "მნიშვნელოვან კომპრომისებზე" წასვლა დააანონსა.


