თურქული ბანკები რუსების ანგარიშების დახურვას აგრძელებენ
02/02/2024 05:36:44 მსოფლიო
თურქულმა ბანკებმა გაამკაცრეს პოლიტიკა რუსი კლიენტების მიმართ. ზოგიერთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა დაიწყო კომპანიების ანგარიშების დახურვა და გაზარდა მოთხოვნები იმ პირების მიმართ, რომლებიც აპირებენ ბარათების გახსნას, – იუწყება „ვედომოსტი“ რუსი ბიზნესმენებსა და მათ ფინანსური კონსულტანტებზე დაყრდნობით.
"წლის დასაწყისში რუსული ბიზნესი უკვე ჩიოდა რუსეთსა და თურქეთს შორის გადახდების შეჩერების შესახებ. ადგილობრივი ბანკების პოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა 2023 წლის 22 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბრძანებულების გამოქვეყნების შემდეგ. ბაიდენმა აშშ-ის ხაზინას მისცა უფლებამოსილება გამარტივებული წესით დასაჯოს ბანკები, რომლებიც არღვევენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს", - წერს გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით.
ამავე დროს, კრემლმა დაადასტურა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს.
"დიახ, ჩვენ ეს ვიცით და ჩვენ აქტიურ დიალოგში ვართ ჩვენს თურქ პარტნიორებთან და კოლეგებთან, განვიხილავთ ამ საკითხებს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.


