Accentnews.ge
2023 წელს საქართველოში 56 ბავშვი გაშვილდა

2023 წელს საქართველოში 56 ბავშვი გაშვილდა

02/02/2024 05:50:56 სამართალი

2023 წელს საქართველოში 56 ბავშვი გაშვილდა, მათ შორის 4 შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, გასული 2023 წლის მონაცემების მიხედვით, გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მათ შორის, განსხვავებული საჭიროებების მქონე 113-ია.

ამასთან, მშვილებელ პირთა რაოდენობა 1 975-ს შეადგენს.

რაც შეეხება 2022 წელს, სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 154 ბავშვი იყო, 60 კი გაშვილდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S