კენიაში გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი
02/02/2024 06:33:11 მსოფლიო
კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაზის აფეთქებას მინიმუმ, 2 ადამიანი ემსხვერპლა, - იუწყება BBC.
გამოცემის ცნობით, დაშავებულია 222 ადამიანი, მათ შორის 25 ბავშვი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელსაც ბუნებრივი აირი გადაჰქონდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია და ტექსტილისა და ტანსაცმლის საწყობი, რამდენიმე ავტომობილი და კომერციული და საცხოვრებელი ფართები დააზიანა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.


