მედია: სტამბოლში მდებარე ქარხანაში მძევლად აყვანილი შვიდი ადამიანი გათავისუფლებულია, ეჭვმიტანილი დაკავებულია
02/02/2024 06:40:50 მსოფლიო
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე Proctor & Gamble-ის ქარხანაში მძევლად აყვანილი შვიდი ადამიანი გათავისუფლებულია, – იუწყება BBC.
თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქარხნის შენობის შესასვლელთან პალესტინის დროშა იყო დახატული წარწერით „ღაზისთვის კარი ღია იქნება“.
სტამბოლში, კომპანია Proctor & Gamble-ის ქარხანაში მამაკაცმა მძევლები გუშინ საღამოს აიყვანა.


