Accentnews.ge
ჩაკ შუმერი: აშშ-ის სენატი მიგრაციის და უკრაინის დახმარების საკითხებზე შეთანხმების მიღწევას უახლოვდება

ჩაკ შუმერი: აშშ-ის სენატი მიგრაციის და უკრაინის დახმარების საკითხებზე შეთანხმების მიღწევას უახლოვდება

02/02/2024 07:04:20 მსოფლიო

აშშ-ის სენატი მიგრაციის და უკრაინის დახმარების საკითხებზე შეთანხმების მიღწევას უახლოვდება და მის გამოქვეყნებას პარასკევს გეგმავს, - განაცხადა, Bloomberg-ის ცნობით, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

მისივე თქმით, სენატი პირველ პროცედურულ კენჭისყრას არაუგვიანეს 7 თებერვალს გამართავს.

„ზოგიერთ საკითხს ჯერ კიდევ სჭირდება გადაწყვეტა, მაგრამ ძალიან ვუახლოვდებით“, - აღნიშნა შუმერმა.

ცნობისთვის: აშშ–ის კონგრესი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად მრავალმილიარდიანი პაკეტის მიღებას ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 61 მილიარდ დოლარს ითხოვს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრი რესპუბლიკელები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას უკავშირებენ არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას. რესპუბლიკელები არასაკმარისად მიიჩნევენ საზღვრის დასაცავად დემოკრატების მიერ შეთავაზებულ ზომებს. მედიის ცნობით, ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტის მისაღებად "მნიშვნელოვან კომპრომისებზე" წასვლა დააანონსა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S