დღეს გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებმა გაფიცვა დააანონსეს
02/02/2024 08:06:26 მსოფლიო
დღეს გერმანიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებმა გაფიცვა დააანონსეს. გაფიცვაში ავტობუსების, ტრამვაის და მეტროს მემანქანეები მიიღებენ მონაწილეობას.
გერმანული მედიის ცნობით, გაფიცვა ეხება თითქმის ყველა ფედერალურ შტატს, ბავარიის გარდა.
ტრანსპორტის პროფკავშირები თავისი 90 ათასი წევრისთვის ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მემანქანეებისთვის სამუშაო საათების შემცირებას ითხოვს.


