
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში რჩებიან
02/02/2024 09:16:06 სამართალი
აქტივისტები აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში რჩებიან. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
23 იანვარს პოლიციამ თბილისის ცენტრში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დააკავა მოძრაობა "ხმის" ორი თანადამფუძნებელი: გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა - ორგანიზაციის, რომელმაც კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების ხელშესაშლელად აქცია მოაწყო.
25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულებს პროკურატურა აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებას ედავება. ჩიქობავა და ხასაია დანაშაულს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ – აღიარებენ მანქანის დაზიანების ფაქტს, მაგრამ უარყოფენ, რომ მას ჯგუფური ხასიათი ჰქონდა. პროკურატურას კი მათთვის ბრალი 187 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ჯგუფურად. მხოლოდ ის ნაწილი, რასაც დაკავებულები აღიარებენ, ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არ ნიშნავს მათ დამნაშავეებად ცნობას, თუმცა ბრალდებულები ციხეში ისხდებიან მანამ, ვიდრე სასამართლო პროცესები არ დასრულდება.