Accentnews.ge
აშშ არ გეგმავს სირიიდან ჯარების გაყვანას მიუხედავად  თავდასხმებისა

აშშ არ გეგმავს სირიიდან ჯარების გაყვანას მიუხედავად  თავდასხმებისა

02/02/2024 10:09:03 მსოფლიო

შეერთებული შტატები არ გეგმავს თავისი ჯარების გაყვანას სირიიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათზე თავდასხმები გახშირდა ბოლო კვირებში ტერორისტული ჯგუფების მხრიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ის, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა, არ გვაიძულებს, განვიხილოთ სირიიდან ჯარების გაყვანის საკითხი", - თქვა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

იმავდროულად, მისი თქმით, მიმდინარეობს განხილვა ერაყის ხელისუფლებასთან ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში ამერიკელი ჯარების შემდგომის ყოფნის თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S